ჩხავერის ყურძენი, კილოგრამი

9.50

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩხავერის ყურძენი გურიის ადგილობრივი მეურნეობიდან:

  • ფასი მოცემულია კილოგრამზე.
  • შეკვეთა უნდა განთავსდეს მინიმუმ რთველამდე ერთი თვით ადრე.
მოკლე აღწერაახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახლადგაშლილი ნორჩი ფოთოლაკები დაფარულია სქელი, მოთეთრო-მოვარდისფრო ქეჩისებური შებუსვით. შებუსვა უფრო ძლიერია ყლორტის წვერისაკენ. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, იშვათად ხუთნაკვთიანი. მცირედ დანაკვთული, გვხვდება დაუნაკვთავი ფოთლებიც. მომრგვალო ფორმის. საშუალო სიდიდის (სიგრძე 16,8–18,4სმ, სიგანე 14,8–17,3სმ). ღია მწვანეა, ზემო ამონაკვეთი უფრო ხშირად მცირედ, იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილი ან ჩანგისებრი მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთი ოდნავა ჩაჭრილია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია, ხოლო ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ზედაპირი ბრტყელია. ყუნწი შიშველია, ღია მწვანე ან მოწითალო ღვინისფერი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის (სიგრძე 10–15სმ, სიგანე 7–12სმ), მტევნის საშუალო წონა 95-123გ. ცილინდრულ-კონუსური. ზოგ შემთხვევაში მტევანი ცალფრთიანია. მეჩხერი, თუმცა გვხვდება საშუალოდ კუმსი მტევნებიც. მარცვალი: მუქწითელ-ვარდისფერია, საშუალო ან საშუალოზე მცირე (11,0X10,8მმ). მრგვალი, შუა წელში უფრო განიერი, ბოლოში მომრგვალებული და სიმეტრიული. კანი არაა სქელი და დაფარულია ნაფიფქით. რბილობი საკმაოდ ხორციანია, წვნიანი, ტკბილი და სასიამოვნო გემო აქვს. მარცვალში 1-4 წიპწა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5-21,0%, მჟავიანობა 8,1-9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0–6,6 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,45. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშია სუფრისა და ცქრიალა ღვინოების მისაღებად. ჩხავერის ღვინო ღია ვარდისფერია, ნაზი და ჰარმონიული, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალკოჰოლსა და სიმჟავის ნორმალური თანაფარდობით, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით, სადაც სიტკბო და სირბილე სასიოამოვნო სიმჟავეს ერწყმის. ალკოჰოლის შემცველობაა 11-12%.

დამატებითი ინფორმაცია: ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. ყურძენი მწიფდება ნოემბრის პირველ ნახევარში – მიეკუთვნება ძლიან საგვიანო სიმწიფის ჯგუფს. რქა სრულად მწიფდება. ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად ძლებს დეკემბრამდე, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება. საუკეთესო ჩხავერი დგება სოფლებში ფამფალეთი, საჭამიასერი, ბუკისციხე, ასკანა, ბახვი, ოცხანა, შემოქმედი (ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები) და სხვ. დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად გავრცელებული ჯიში.

ქვემოთ შეიყვანეთ სარუველი კილოგრამობის რაოდენობა.

კატეგორია: